კვადროციკლი Fixtop 125CC – სიძლიერე, სტაბილურობა და სარგებლიანობა ყველა გზაზე
2025 წლის მოდელი – Fixtop 125CC ახალი თაობის კვადროციკლია, რომელიც შექმნილია ყველა ტიპის რელიეფზე კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის. ძლიერი 125CC ერთცილინდრიანი, 4-ტაქტიანი ბენზინის ძრავა უზრუნველყოფს საიმედო და გამძლე სვლას ნებისმიერ პირობებში — იქნება ეს კლდოვანი ბილიკი, ქვიშა თუ ტყის გრუნტი. ტიპტრონიკის ტიპის გადაცემათა კოლოფი აერთიანებს ავტომატურობას და ხელით კონტროლის შესაძლებლობას, რაც მაქსიმალურ მოქნილობას იძლევა. მექანიკური მართვა მძღოლს სრული კონტროლის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო ელექტრო სტარტერი უზრუნველყოფს სწრაფ და გამარტივებულ დაქოქვას.
მოდელი გამორჩეულია ჰიდრავლიკური უკანა საკიდარითაც, რომელიც რბილ და სტაბილურ მოძრაობას უზრუნველყოფს რთულ პირობებშიც კი. უკანა წამყვანი სისტემა და დიდი გამავლობის საბურავების (წინა: 19×7-8, უკანა: 18×9.5-8) დამსახურებით კვადროციკლი ყველა ტიპის ზედაპირზე მარიტვად გადაადგილდება.
დისკური მუხრუჭები უზრუნველყოფს სწრაფ და უსაფრთხო გაჩერებას ნებისმიერ დროს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არამდგრად რელიეფზე სვლისას.
კვადროციკლი ავითარებს 65 კმ/სთ-მდე სიჩქარეს, ხოლო 2.5 ლიტრიანი საწვავის ავზი ოპტიმალურია სტანდარტულ სავლადობაზე. წონა შეადგენს 138 კგ-ს, რაც მის სტაბილურობასა და გამძლეობას განსაზღვრავს. ამავდროულად, შეუძლია 200 კგ-მდე ტვირთის გადატანა, რაც მძღოლთან ერთად დამატებითი ბარგისთვისაც საკმარისია.
ტექნიკური მახასიათებლები:
• ძრავის მოცულობა: 125CC
• ცილინდრები: ერთცილინდრიანი
• ტიპი: 4-ტაქტიანი
• მართვა: მექანიკური
• ჩართვა: ელექტრო სტარტერი
• საწვავი: ბენზინი
• ავზის მოცულობა: 2.5 ლ
• ტიპტრონიკი (ავტომატური, ხელით მართვადი)
• სიჩქარეთა რაოდენობა: 3
• უკანა წამყვანი
• უკანა საკიდარი: ჰიდრავლიკური
• დისკური მუხრუჭი
• წინა საბურავები: 19×7-8
• უკანა საბურავი: 18×9.5-8
• წონა: 138 კგ
• მაქსიმალური დატვირთვა: 200 კგ
• მაქსიმალური სიჩქარე – 65 კმ/სთ
შეძენა შესაძლებელია:
– ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით
– კრედო ბანკის 4 თვიანი უპროცენტო განვადებით
– თიბისის ან საქართველოს ბანკის განვადებით
მიტანა უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით.











მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.