მიტანისა და გატანის პირობები
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს შეძენილი პროდუქციის მიღების ორ ალტერნატიულ გზას: საკურიერო მომსახურებით სარგებლობას საქართველოს მასშტაბით ან შეკვეთის უფასოდ გატანას კომპანიის ფილიალებიდან (Pick-up სერვისი).
ადგილზე მიტანის სერვისი
ჩვენი ვებ-გვერდი მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის მიღების მოქნილ სისტემას. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც საკურიერო მომსახურებით საქართველოს მასშტაბით, ისე ფილიალიდან შეკვეთის გატანის (Pick-up) სერვისით.
- სტანდარტული მიწოდება
შეკვეთის დამუშავების შემდეგ, პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება შემდეგი წესით:
თბილისსში – 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
რეგიონებში – 3-7 სამუშაო დღის განმავლობაში.
სოფლებში – 7-10 სამუშაო დღის განმავლობაში.
მიწოდების ღირებულება განისაზღვრება შემდეგი წესით:
- 300 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთის შემთხვევაში — მიწოდება არის უფასო სრულიად საქართველოს მასშტაბით.
- 300 ლარამდე ღირებულების შეკვეთის შემთხვევაში, ტრანსპორტირების საფასური შეადგენს:
- თბილისის მასშტაბით — 6 ლარი;
- სხვა ქალაქების მასშტაბით — 10 ლარი;
- სოფლების მასშტაბით — 15 ლარი.
. განმეორებითი ტრანსპორტირების სპეციალური პირობა: თუ კომპანიის ან საკურიერო სამსახურის მიერ მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების (სატელეფონო ზარი, SMS ან ელ-ფოსტა) მიუხედავად, მომხმარებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი არ დახვდება კურიერს მითითებულ მისამართზე, ან უარს იტყვის ნივთის ჩაბარებაზე (გარდა ნივთის ნაკლოვანების შემთხვევისა), უფასო მიწოდების პირობა უქმდება. შეკვეთის ხელახალი გაგზავნა განხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის მიერ განმეორებითი ტრანსპორტირების საფასურის წინასწარ გადახდის შემდეგ, მიუხედავად ნივთის ღირებულებისა:
- თბილისის მასშტაბით — 30 ლარი;
- სხვა ქალაქების მასშტაბით — 40 ლარი;
- სოფლების მასშტაბით — 50 ლარი.
- სწრაფი (დაჩქარებული) მიწოდება
ხელმისაწვდომია მხოლოდ ქალაქების მასშტაბით და ხორციელდება შეკვეთის დამუშავებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
- თბილისის მასშტაბით – 20 ლარი.
- სხვა ქალაქების მასშტაბით – 30 ლარი.
შენიშვნა: უქმე დღეების ან ფორსმაჟორის დროს ვადები შესაძლოა მცირედით შეიცვალოს.
*** გთხოვთ გაითვალისწინოთ საკურიერო მომსახურება არ მოიცავს ე.წ. door to door მომსახურებას.
ფილიალიდან გატანის პირობები (Pick-up)
პროდუქციის შეძენისას შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ფილიალიდან გატანის სერვისი.
- შეკვეთის დამუშავება და ინფორმირება: შეკვეთის მზაობის შესახებ მიიღებთ (სატელეფონო ზარი, SMS ან ელ-ფოსტა) შეტყობინებას.
გადარიცხვის შემთხვევაში, აუცილებელია ქვითრის გამოგზავნა მეილზე: agrotradegeo@gmail.com - პროდუქციის მიღების წესი: სავალდებულოა პირადობის (ან პასპორტის) წარდგენა ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით.






