განვადებით შეძენის ზოგადი პირობები

ზოგადი დებულებები

წინამდებარე პირობები არეგულირებს შპს „აგრო თრეიდის“ (შემდგომში — „კომპანია“) მიერ რეალიზებული პროდუქციის განვადებით შეძენის წესსა და პირობებს პარტნიორი ფინანსური დაწესებულების მეშვეობით. 1.2. კომპანიის მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ განვადების სერვისით, რომელსაც უზრუნველყოფს პარტნიორი ფინანსური ორგანიზაცია — სსთიბისი ბანკი (შემდგომში — „ბანკი“).

 განვადების დამტკიცება და ბანკის პასუხისმგებლობა

  • მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ განვადების განაცხადის განხილვა, სესხის (განვადების) დამტკიცება, უარყოფა და საპროცენტო თუ სხვა სახის პირობების განსაზღვრა წარმოადგენს ბანკის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას.
  • აღნიშნული პროცესი სრულად რეგულირდება ბანკის შიდა პოლიტიკით, საკრედიტო წესებითა და პროცედურებით. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ბანკის მიერ განაცხადის უარყოფაზე ან შეთავაზებულ ფინანსურ პირობებზე.

 ხელშეკრულების გაფორმების წესი

  • განვადების დამტკიცების შემდგომ, ფინანსურ დაწესებულებასა და მომხმარებელს შორის ფორმდება შესაბამისი საკრედიტო/განვადების ხელშეკრულება.
  • მომხმარებელი წინასწარ არის ინფორმირებული, რომ ზოგ შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნით (უსაფრთხოების, იდენტიფიკაციის ან სხვა შიდა პროცედურების გათვალისწინებით), შესაძლოა საჭირო გახდეს მომხმარებლის ფიზიკური გამოცხადება ბანკის ფილიალში განვადების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ან/და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით.
  • ბანკის მიერ ფიზიკური გამოცხადების მოთხოვნის შემთხვევაში, განვადებით შეძენილი ნივთის გადაცემა/მიწოდება განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელი სრულად შეასრულებს ბანკის აღნიშნულ მოთხოვნას და კომპანია მიიღებს ბანკისგან ტრანზაქციის წარმატებით დასრულების დასტურს.

დასკვნითი დებულებები

  • განვადების პირობებზე ხელმოწერით ან/და ვებ-გვერდზე შესაბამისი ველის მონიშვნით (consent), მომხმარებელი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო, გაიგო და ეთანხმება წინამდებარე პირობებს.