AGRI კულტივატორის მისაბმელი უნივერსალური დანამატია, რომელიც თავსებადია ნებისმიერ კულტივატორთან და მნიშვნელოვანი დამხმარეა აგრო სამუშაოებში. იგი გამოირჩევა გამძლე კონსტრუქციით და მაღალი ტვირთამწეობით. მისაბმელს აქვს 80/120 სმ სიგანისა და 0.35 მ სიმაღლის ბორტები, რაც უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის მასალის უსაფრთხო გადაზიდვას. აღჭურვილია 4.00-12 ზომის საბურავებით და საიმედო სამუხრუჭე სისტემით, რაც მუშაობას უფრო უსაფრთხოს ხდის. AGRI მოტობლოკის მისაბმელი არის პრაქტიკული და გამძლე არჩევანი ყველა ტიპის მოტობლოკისთვის.
მისაბმელის შეძენა შესაძლებელია ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით „აგრო თრეიდის“ მაღაზიებში (თბილისი, წერეთლის გამზ. N147 (მთავარი საწყობი და მაღაზია) • ოკამი, თბილისი-ლესელიძის მე-40 კილომეტრი • ზესტაფონი, რუსთაველის ქ. N60) ან ამავე გვერდიდან კრედო ბანკის 4 თვიანი უპროცენტო განვადებით ან თიბისის ან საქართველოს ბანკის განვადებით.









Reviews
There are no reviews yet.