შპს „აგრო თრეიდი“ ს/ნ 431952452 წესები და პირობები
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ მოცემული წესები და პირობები პროდუქციის შეძენამდე. ვებ–გვერდზე რეგისტრაცია ან/და ნივთის შეკვეთა ნიშნავს, რომ თქვენ სრულად ეთანხმებით აღნიშნულ წესებს.
წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში — „წესები“) არეგულირებს ურთიერთობას შპს „აგრო თრეიდსა“ ს/ნ 431952452 (შემდგომში — „კომპანია“) და მომხმარებელს (შემდგომში — „მომხმარებელი“) შორის, რომელიც სარგებლობს კომპანიის ვებ-გვერდითა და ელექტრონული მაღაზიის მომსახურებით.
წინამდებარე წესები და პირობები მოიცავს დისტანციური საშუალებების გამოყენებით დადებული ხელშეკრულების ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებების გაფორმების წესებს, რომლის სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საქართველოს კანონში „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ’’ და სხვა ნორმატიულ აქტებში.
ტერმინთა განმარტება
- „ვებ–გვერდი“ — ნიშნავს agro-trade.ge ან https://www.facebook.com./AGROTRADEGEO რომლის მეშვეობითაც ხდება საქონლის გაყიდვა ან/და მომსახურების შეთავაზება/განხორციელება;
- „საქონელი“ − ნებისმიერი მოძრავი ნივთი, აგრეთვე მასში განთავსებული ან/და ციფრული ფორმით გავრცელებული ქონებრივი სიკეთე;
- „კომპანია“ ან „მოვაჭრე“ — შპს „აგრო თრეიდი“ ს/ნ 431952452, ელ. ფოსტა: agrotradegeo@gmail.com, ტელ: +995 598 850 503, იურიდიული მისამართი: საქართველო, თერჯოლის რაიონი, ს. ზედა საზანო (ამ მისამართზე მაღაზია არ ფუნქციონირებს). ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. N147 (მთავარი საწყობი და მაღაზია), ოკამი, თბილისი-ლესელიძის მე-40 კილომეტრი, ზესტაფონი, რუსთაველის ქ. N60, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რომელსაც ეკუთვნის შესაბამისი ვებ-გვერდი;
- „მომხმარებელი“ — ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც იძენს ან შემდგომ იყენებს საქონელს უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად როგორც სარეწში ან სარეწის გარეთ, ასევე კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მეშვეობით;
- „მხარეები“ — ნიშნავს შპს „აგრო თრეიდსა“ და მომხმარებელს;
- „ანგარიში“ — ნიშნავს მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
- „რეგისტრაცია“ — ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლასა და ანგარიშის შექმნას პროდუქტის შესყიდვის ან/და მომსახურების მიღების მიზნით;
- „ავტორიზაცია“ — მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ანგარიშის მეშვეობით განხორციელებული ქმედება;
- ,,დისტანციური ხელშეკრულება’’ − ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით, დისტანციური ნასყიდობის ან მომსახურების მიწოდების ორგანიზებული სქემის მეშვეობით და არ მოითხოვს მომხმარებლისა და მოვაჭრის ფიზიკურ თანაყოფობას. ამასთანავე, ხელშეკრულება დისტანციურ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა, თუ მომხმარებელი და მოვაჭრე ხელშეკრულების პირობებზე სარეწში შეთანხმდნენ და ხელშეკრულება დისტანციურად მხოლოდ ამის შემდეგ დაიდო;
- ,,ერთეულის ფასი’’ − საქონლის ან მომსახურების საბოლოო ფასი, დამატებული ღირებულების გადასახადისა და სხვა გადასახადების ჩათვლით, შემდეგი ერთეულებისთვის: ერთი კილოგრამი, ერთი ლიტრი, ერთი მეტრი, ერთი კვადრატული მეტრი, ერთი კუბური მეტრი, ან სხვა ერთეულებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, საქართველოში საზომად გამოიყენება;
- ,,კომერციული გარანტია’’ − მოვაჭრის ან მწარმოებლის (გარანტიის გამცემის) მიერ, ხელშეკრულებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულების გარდა, მომხმარებლის სასარგებლოდ დამატებით და უსასყიდლოდ ნაკისრი გადახდილი ფასის ანაზღაურების, საქონლის შეცვლის, შეკეთების ან მომსახურების სხვა ვალდებულებები, რომლებიც ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის აღმოფხვრის ვალდებულებიდან არ გამომდინარეობს;
- ,,კომერციული საქმიანობა’’ − მოვაჭრის ნებისმიერი მოქმედება, უმოქმედობა, ქცევა, ახსნა-განმარტება, კომერციული კომუნიკაცია, მათ შორის, რეკლამა და მარკეტინგი, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მომხმარებლისთვის საქონლის ან მომსახურების მიყიდვასთან ან მიწოდებასთან ან საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობასთან;
- ,,სარეწი’’ − ნებისმიერი უძრავი ობიექტი ან მოძრავი ობიექტი, სადაც მოვაჭრე, ჩვეულებრივ, კომერციულ საქმიანობას ახორციელებს;
- ,,სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულება’’ − ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის სარეწის გარეთ და მოითხოვს მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკურ თანაყოფობას; ხელშეკრულება, რომელიც დადებულია სარეწში ან დისტანციური კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა ხელშეკრულების დადების შესახებ ინდივიდუალური შეთავაზება უშუალოდ მიიღო მოვაჭრისგან სარეწის გარეთ, მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკური თანაყოფობისას; ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ექსკურსიის დროს, რომელიც მოვაჭრის მიერ იყო ორგანიზებული საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობისთვის ან ასეთ შედეგს იწვევს. სანოტარო ბიუროში სანოტარო მოქმედებების შესრულების შედეგად დადებული ხელშეკრულება სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა;
- ,,საქონელი’’ − ნებისმიერი მოძრავი ნივთი, აგრეთვე მასში განთავსებული ან/და ციფრული ფორმით გავრცელებული ქონებრივი სიკეთე
- „საგარანტიო მომსახურება“ — ნიშნავს კომპანიის ან მისი კონტრაქტორის მიერ გაყიდვის შემდეგ დაზიანებული საქონლის უფასო და აუცილებელ შეკეთებას საგარანტიო ტალონში მითითებული წესების მიხედვით;
- გასაყიდი ფასი − საქონლის ან მომსახურების ერთეულის ან განსაზღვრული რაოდენობის საბოლოო ფასი, დამატებული ღირებულების გადასახადისა და სხვა გადასახადების ჩათვლით;
- დაკავშირებული ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომლითაც მომხმარებელი იძენს საქონელს ან მომსახურებას და რომელიც დაკავშირებულია დისტანციურ ხელშეკრულებასთან ან სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებასთან, ამასთანავე, ეს საქონელი ან მომსახურება მიწოდებულია მოვაჭრის ან მესამე პირის მიერ მოვაჭრესა და მესამე პირს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე;
- ,,ციფრული შინაარსი’’ − მონაცემები, რომლებიც ციფრული ფორმით არის წარმოებული ან მიწოდებული;
- ,,ხანგამძლე მატარებელი’’ − ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხანგრძლივ შენახვასა და უცვლელ რეპროდუცირებას ამ ინფორმაციის გამოყენებისთვის საჭირო დროის განმავლობაში.
- „პერსონალური მონაცემი“ — ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
ხელშეკრულების გაფორმების ზოგადი წესები
შპს „აგრო თრეიდის“ მიერ მომხმარებელს მიეწოდება სრული ინფორმაცია იმ საქონლის შესახებ, რომელზეც იგი გამოხატავს ინტერესს. ამისათვის, კომპანიის ტექნიკურ პერსონალს აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ცოდნა, რომ მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის მწარმოებლის, არსებითი მახასიათებლებისა და პარამეტრების შესახებ.
ინფორმაციის მიწოდების გარდა, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გამოხატავს სურვილს საქონლის შეძენის შესახებ, შესყიდული ნივთი ტექნიკური პერსონალის მიერ მომხმარებელთან ერთად დათვალიერდება და იგი თავდაპირველად შემოწმდება ვიზუალურ ხარვეზზე. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მომხმარებლის თანდასწრებით ნივთის ტესტირება და მისი შემოწმება ტექნიკურ გამართულობაზე.
ხელშეკრულების დადებამდე კომპანია ვალდებულია მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს შემდეგი უტყუარი და სრული ინფორმაცია (თუ ეს ინფორმაცია თავისთავად ცხადი არ არის), საქონლის ან მომსახურების დასახელების, მწარმოებლისა და საქონლის ან მომსახურების შესაბამისი არსებითი მახასიათებლების შესახებ, ინფორმაციის მატარებლის სპეციფიკის (მათ შორის, ზომის, შესაძლებლობების) გათვალისწინებით;
1. საქონლის მიწოდების ვადა
- კომპანია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და მომხმარებელი ამის თაობაზე ინფორმირებულია და თანახმაა.
- იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ ვალდებულება აღნიშნულ ვადაში არ შეასრულა, მომხმარებელი უფლებამოსილია განუსაზღვროს მას გონივრული დამატებითი ვადა. დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ ვალდებულების შეუსრულებლობისას, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება საქონლის დროულად მიღებას დაუკავშირა.
- თუ მომხმარებელს საქონელი იმის გამო არ მიეწოდება, რომ იგი ხელმისაწვდომი არ არის, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ.
2. საქონლის მიწოდების ვალდებულება
კომპანია ვალდებულია გადასცეს მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი. საქონელი პირობების შესაბამისად მიიჩნევა:
- თუ იგი შეესაბამება კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა;
- აღწერის არარსებობის შემთხვევაში — თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა კომპანიას ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც კომპანია დაეთანხმა;
- თუ მომხმარებელი არ აცნობებს სპეციფიკურ მიზანს — თუ იგი ვარგისია იმ მიზნით სარგებლობისთვის, რომლისთვისაც იგი ჩვეულებრივ გამოიყენება ან ფუნქციონირებს ისე, რისი გონივრული მოლოდინიც მომხმარებელს შეიძლებოდა ჰქონოდა საჯარო განცხადებებიდან, რეკლამიდან ან ეტიკეტიდან გამომდინარე.
- კომპანიის მიერ ან მისი პასუხისმგებლობით საქონლის არასწორად დამონტაჟების/აწყობის შედეგად წარმოქმნილი ნაკლი უთანაბრდება საქონლის ნაკლს, თუ მონტაჟი ხელშეკრულების ნაწილი იყო.
- საქონელი ნაკლის მქონე საქონლად არ მიიჩნევა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მომხმარებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ საქონელს ნაკლი ჰქონდა.
3. მომხმარებლის უფლებები ნაკლის მქონე საქონლის მიწოდების შემთხვევაში
- საქონლის ნაკლის აღმოჩენისას მომხმარებელს უფლება აქვს მოსთხოვოს კომპანიას ნაკლის აღმოფხვრა (უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
- საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეუძლებელია ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი შეფერხების შექმნის გარეშე. უსასყიდლოდ შეკეთება/შეცვლა გულისხმობს, რომ კომპანია ფარავს ყველა ხარჯს (მათ შორის ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯებს).
- მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:
- გონივრულ ვადაში საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
- კომპანიამ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა/შეცვალა;
- შეკეთება/შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ–ერთი შემდეგი პირობა:
- საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
- მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
- მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები: საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში; საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი; საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
- ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულიგამონაკლისები
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:
- მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
- მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
- მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
- მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
- მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს.
- ხელშეკრულებაზეუარის თქმის შედეგები
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია:
- მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.
- მოვაჭრე ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან მოვაჭრის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;
- თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.
ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;
გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა.
სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც საქონელი მომხმარებელს სახლში მიეწოდება, მოვაჭრე ვალდებულია საქონელი საკუთარი ხარჯით წაიღოს უკან, თუ, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია.
7. კომერციული გარანტიის პირობები
კომერციული გარანტია არ ზღუდავს კანონისმიერი გარანტიის პირობებს. კომერციული გარანტიის ფარგლებში, ნივთი შეიცვლება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ნივთს გახსნისთანავე, ყიდვის მომენტში, შპს „აგრო თრეიდის“ წარმომადგენლის თანდასწრებით დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი;
- თუ შეძენილ ნივთს შეძენიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი (არ იგულისხმება ვიზუალური დაზიანება და პროგრამული ხარვეზი), და მომხმარებლის მიერ აღნიშნულ ვადაში ნივთი წარდგენილ იქნა ავტორიზებულ სერვის-ცენტრში, რომელიც აქტით ადასტურებს ქარხნულ დეფექტს;
- ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი (სხვაობის დამატებითი გადახდით) ღირებულების ნივთის გადაცემით, რომელიც შეცვლის მომენტში კომპანიის გაყიდვაშია. ღირებულება განისაზღვრება შეძენისას გადახდილი ფასიდან.
8. მტკიცების ტვირთი და ვადები
თუ შეძენილი საქონელი ნაკლის მქონე (წუნდებული) აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ნივთის ფიზიკურ მფლობელობაში მიღებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში მოვაჭრეს (შპს „აგრო თრეიდი“) მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა.
ნაკლის აღმოჩენისას მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს:
* საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან ახლით შეცვლა;
* საქონლის ფასის შემცირება ან ხელშეკრულებიდან გასვლა, თუ სახეზეა კანონით გათვალისწინებული წინაპირობები (მაგ. თუ შეკეთება/შეცვლა შეუძლებელია ან ვადებს აჭიანურებს).
• საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს, რომ ყველა ხარჯს (მათ შორის, ტრანსპორტირების/ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯებს) სრულად გაიღებს შპს „აგრო თრეიდი“.
კანონმდებლობის შესაბამისად, ნივთის ნაკლოვანების მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) დროის პერიოდების მიხედვით ნაწილდება შემდეგნაირად:
• თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი მისი მფლობელობაში მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში აღმოაჩინა, სამართლებრივად იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა ნივთის მიწოდების მომენტშივე. ამ პერიოდში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვაჭრეს. თუ კომპანიას მიაჩნია, რომ ნაკლი კლიენტის ბრალია (მაგ. არასწორი ექსპლუატაცია), ეს თავად კომპანიამ უნდა დაამტკიცოს.
• ნივთის გადაცემიდან 6 თვის გასვლის შემდეგ (მაგრამ 2 წლის გასვლამდე) ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი მიწოდებისას (ქარხნულად) არსებობდა და არ არის გამოწვეული არასწორი გამოყენებით, ეკისრება თავად მომხმარებელს.
• წინამდებარე კანონისმიერი საგარანტიო წესები და 2-წლიანი სავალდებულო ვადა არ ვრცელდება მეორადი (ხმარი) საქონლის ნასყიდობაზე. მეორადი პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, მხარეთა პასუხისმგებლობა, საგარანტიო პირობები ან/და ნივთის უკან დაბრუნების წესი წარმოადგენს ინდივიდუალური (სახელშეკრულებო) შეთანხმების საგანს, რომელიც ფორმდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე ცალკე.
დისტანციური ხელშეკრულება და სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულება
მომხმარებლის მიერ საქონლის შეძენა შეიძლება განხორციელდეს დისტანციურად კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით ,,https://agro-trede.ge’’, https://www.facebook.com./AGROTRADEGEO ან სარეწის გარეთ. პროცესის განხორციელებისათვის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს მომხმარებლის რეგისტრაცია, სადაც იგი ეცნობა წესებს, პირობებსა და სავაჭრო პოლიტიკას და შესაბამისი ველის მონიშვნით გამოხატავს თანხმობას დისტანციური ხელშეკრულების გაფორმებაზე.
1.,,https://agro-trede.ge’’ სრული მომსახურებით სარგებლობისათვის
1.1. მყიდველი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე ,,https://agro-trede.ge’’;
1.2. რეგისტრაციისთვის მყიდველი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა;
1.3. რეგისტრაციის ან/და შეკვეთის პროცესის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება ,,https://agro-trede.ge’’-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და წესებსა მომსახურების პირობებს, შეცვლის/ დაბრუნების პოლიტიკას. სავალდებულოა, რომ აღნიშნული ველი მონიშნული იყოს, მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნის და პროცესის გამარტივების მიზნით;
1.4. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მყიდველი ვებ გვერდზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს მათ კალათაში მათი ყიდვის მიზნით;
1.5. ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: პირადი ნომერი (არარეზიდენტის შემთხვევაში აუცილებელია პასპორტის ნომრის მითითება, რომლითაც გადმოიკვეთა საქართველოს საზღვარი), მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანის და გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის პროცედურას;
1.6. მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტის შექმნისა და პროცესის გამარტივების მიზნით, შეძენის პროცესში დასაშვებია გამარტივებული ფორმის არსებობა, რომელიც გულისხმობს შესავსები ველების ნაკლებს რაოდენობას. ამ შემთხვევაში, აუცილებელი დამატებითი ინფორმაციის შევსების მიზნით, მყიდველს დაუკავშირდება კომპანიის ოპერატორი.
1.7. კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს რეგისტრაცია და მომხმარებლის ანგარიში, თუ დაფიქსირდება ამ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა და არაკეთილსინდისიერი ქმედება;
2.რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
2.1. მომხმარებლის სახელი – დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი;
2.2. პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, ,,https://agro-trede.ge’’-ს მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით. პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას მომხმარებლის სურვილისამებრ;
2.3. მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2.4. მომხმარებლის პირადი ნომერი – საიდენტიფიკაციო ნომერი;
2.5. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი – უნიკალური იდენტიფიკატორი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში;
2.6. მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.
3.ავტორიზაცია
3.1. ანგარიშის რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელი გადის ავტორიზაციას, რაც საჭიროა ვებ-გვერდის სრული შესაძლებლობების გამოყენებისთვის (საკუთარი პროფილის / ანგარიშის არსებობა და მასთან დაკავშირებული ფუნქციები);
3.2. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.
4. მომხმარებელის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება მიღება და გაუქმება
4.1. ავტორიზაციის ან ავტორიზაციის გარეშე მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა და შესყიდვის განხორციელება, საიტზე განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
4.2. საიტზე განთავსებული ძიების ან ნავიგაციის სხვა ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
4.3. ნივთის შეძენა მოხმარებელს შეუძლია განახორციელოს ორი განსხვავებული სტანდარტული და სწრაფი მეთოდით (შემდგომში „სწრაფი მეთოდი“ ან „სტანდარტული მეთოდი“):
4.4. მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია თანხის გადარიცხვით საბანკო ანგარიშზე: თიბისი ბანკი, GE05TB7764236080100012 ან ნივთის ადგილზე მიტანისას ნაღდი ანგარიშწორებით კურიერთან.
4.5. საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა ინვოისის საფუძველზე (შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ტარიფის დათვლა არ ხდება ავტომატურად, მომხმარებელი უნდა დაელოდოს ახალ ინვოისს, რომელშიც მითითებული იქნება მიწოდების დაანგარიშებული ტარიფი).
4.6. ონლაინ განვადება – სხვადასხვა ბანკს აქვს ონლაინ განვადების განსხვავებული პროცედურა. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ფიზიკურად ადგილზე მისვლა და ხელშეკრულების ხელმოწერა.
4.7. შეკვეთის დამუშავდება ხდება გაფორმებიდან იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს.
- პროდუქციის მიწოდება
შეკვეთის დამუშავების შემდეგ, პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება შემდეგი წესით:
თბილისში – 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
რეგიონებში – 3-7 სამუშაო დღის განმავლობაში.
სოფლებში – 7-10 სამუშაო დღის განმავლობაში.
- მოწოდების პირობები:
მიწოდების ღირებულება განისაზღვრება შემდეგი წესით:
სტანდარტული მიწოდების შემთხვევაში 300 ლარის ზევით ღირებულების ნივთის მიწოდების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდება არის უფასო სრულიად საქართველოს მასშტაბით.
სტანდარტული მიწოდების შემთხვევაში 300 ლარის ქვევით ღირებულების ნივთის მიწოდების საფასურია:
- თბილისის მასშტაბით – 6 ლარი.
- სხვა ქალაქების მასშტაბით – 10 ლარი.
- სოფლების მასშტაბით – 15 ლარი.
განმეორებითი ტრანსპორტირების შემთხვევაში (იმ შემთხვევაში თუ მოვაჭრის მიერ წინასწარი ინფორმირების შემდგომ მომხმარებელი კურიერს არ დახვდება მიწოდების ადგილზე) ტრანსპორტირება ნებისმიერი ღირებულების მქონე ნივთის შემთხვევაში განისაზღვრება შემდეგნაირად:
- თბილისის მასშტაბით – 30 ლარი.
- სხვა ქალაქების მასშტაბით – 40 ლარი.
- სოფლების მასშტაბით – 50 ლარი.
დისტანციურ ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება
მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება:
- მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;
- ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავის) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
- მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავის) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
- საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავის) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელს არ დაეკისრება არანაირი ხარჯი (მიწოდების ხარჯის ჩათვლით), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან სტანდარტულზე უფრო ძვირი მიწოდების სერვისი აირჩია, ან თუ საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან.
მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრეს 14 დღის ვადაში გაუგზავნოს შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.
თუ მოვაჭრე მომხმარებელს არ მიაწვდის ინფორმაციას ამ კანონით გათვალისწინებული საქონლის ან მომსახურების დაბრუნების უფლების შესახებ, აღნიშნული საქონლის ან მომსახურების დაბრუნება შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან 12 თვის განმავლობაში.
თუ მოვაჭრემ მომხმარებელს დადგენილი ვადის ათვლის მომენტიდან 12 თვის ვადაში მიაწოდა ინფორმაცია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ, საქონლის ან მომსახურების დაბრუნების 7-დღიანი ვადა აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან აითვლება.
9. შეკვეთის მიმღები პირის ცვლილება
- დისტანციურად განხორციელებული შეკვეთის უსაფრთხოების მიზნით, შეკვეთის მიღება შეუძლია მხოლოდ მომხმარებელს ან მის მიერ განსაზღვრულ პირს.
- ცვლილების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს უშუალოდ მომხმარებლის მიერ ელ-ფოსტაზე: agrotradegeo@gmail.com, შემდეგი მონაცემების მითითებით: შეკვეთის კოდი, მიმღები პირის პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და მომხმარებლის ფოტოსურათი საკუთარ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.
- შეკვეთის მიღებისას მიმღები ვალდებულია წარადგინოს პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა ან პასპორტი. კომპანია უფლებამოსილია შეინახოს დოკუმენტის ასლი პრევენციისა და საგადასახადო ვალდებულებების მიზნით 3 წლის ვადით.






