ბრენდ „ბუფალოს“ 2026 წლის მოდელი 170F გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული მანევრულობითა და გამავლობით. 7-ცხენისძალიანი ბენზინის ძრავისა და კარდანული გადაცემათა კოლოფის ერთობლიობა უზრუნველყოფს ნიადაგის სტაბილურ დამუშავებას 25 სმ სიღრმემდე. ამ მოდელის მთავარი უპირატესობა 19/7/8 ზომის „კვადროს“ საბურავებია, რაც დანადგარს ნებისმიერ რელიეფზე განსაკუთრებულ მდგრადობას ანიჭებს.
მოტობლოკი არის წვრილღერძიანი და აღჭურვილია პატარა რედუქტორით, რაც მას უფრო მსუბუქს (92 კგ) და ადვილად სამართავს ხდის. ინტეგრირებული განათება საშუალებას გაძლევთ შეუფერხებლად იმუშაოთ საღამოს საათებშიც. კომპლექტაციაში შემავალი 32 ცალი ფრეზით კი 120 სმ სიგანის ზოლს ერთი გავლით დაამუშავებთ. 3-წლიანი გარანტია კი თქვენი ტექნიკის ხანგრძლივი და საიმედო მუშაობის დასტურია.
შეძენა შესაძლებელია ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით „აგრო თრეიდის“ მაღაზიებში (თბილისი, წერეთლის გამზ. N147 (მთავარი საწყობი და მაღაზია) • ოკამი, თბილისი-ლესელიძის მე-40 კილომეტრი • ზესტაფონი, რუსთაველის ქ. N60), ასევე კრედო ბანკის, თიბისის ან საქართველოს ბანკის განვადებით.








Reviews
There are no reviews yet.