AMUR 177-4 – მაქსიმალური სიმძლავრე რთული ამოცანებისთვის.
კულტივატორი AMUR 177-4 წარმოადგენს ხაზის ფლაგმან მოდელს, რომელიც აღჭურვილია გაუმჯობესებული 177F ძრავით და გამოიმუშავებს 9 ცხენის ძალას. ეს მას იდეალურ არჩევანად აქცევს მათთვის, ვისაც სჭირდება მაღალი წარმადობა და უწევს მუშაობა დიდ ფართობებზე ან ყამირ, მძიმე ნიადაგზე. კომპლექტაციაში შედის 32 ცალი ფრეზიც.
ეს კულტივატორი გამოირჩევა მსხვილღერძიანი კონსტრუქციითა და შთამბეჭდავი წონით — 128 კგ, რაც უზრუნველყოფს ნიადაგში ღრმა შეღწევას, მაქსიმალურ სტაბილურობასა და ეფექტურ მუშაობას. 500/12 ზომის, ხაზში ყველაზე დიდი საბურავები კი მნიშვნელოვნად ამარტივებს გადაადგილებას და მუშაობას რთულ პირობებში.
AMUR 177-4 არის პროფესიონალური დონის ტექნიკა, შექმნილი მაქსიმალური ეფექტურობისთვის, სადაც 9 ცხენის ძალა და მაღალი მასა განაპირობებს შეუდარებელ სიმძლავრესა და მაღალ მწარმოებლურობას.
კულტივატორი დამზადებულია 2025 წელს, მოყვება 3 წლიანი გარანტია.
კულტივატორის შეძენა შესაძლებელია ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით „აგრო თრეიდის“ მაღაზიებში (თბილისი, წერეთლის გამზ. N147 (მთავარი საწყობი და მაღაზია) • ოკამი, თბილისი-ლესელიძის მე-40 კილომეტრი • ზესტაფონი, რუსთაველის ქ. N60) ან ამავე გვერდიდან კრედო ბანკის 4 თვიანი უპროცენტო განვადებით ან თიბისის ან საქართველოს ბანკის განვადებით.








Reviews
There are no reviews yet.